მოლაპარაკებების განახლებისთვის სომხეთი სამ პირობას აყენებს

„მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის, საჭიროა გადაიდგას სამი ნაბიჯი“ – განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 27  აპრილს რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი ორგანოს სხდომის დროს. – იუწყება civilnet.am armenpres-ზე დაყრდნობით.

სხდომის შემდეგ გამართულ  შეხვედრაზე  სომხეთის რესპუბლიკური პარტიის სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა ჟურნალისტებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა სამ პუნქტთან დაკავშირებით, ესენია: გამოძიების მექანიზმების ინვესტირება, განცხადებები ზუსტი ადრესატის მითითებით  და გარანტიები, რომ აზერბაიჯანი არ მიმართავს აგრესიისა და ტერორის ახალ ტალღას მთიანი ყარაბაღის ხალხის მიმართ.

„ამ დროისთვის მოლაპარაკებების განახლების თაობაზე  საუბარი ნაადრევია. როდესაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, როდესაც ისინი სრულიად არ დასრულებულა , როდესაც აზერბაიჯანი არღვევს როგორც 1994 წლის ცეცხლის შეჩერების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც მან ხელი მოაწერა მთიან ყარბაღსა და სომხეთთან, ასევე მოსკოვში ცეცხლის შეჩერების შესახებ ზეპირ შეთანხმებას, მოლაპარაკებების განახლების შესახებ საუბარი ნაადრევია. სომხეთის რესპუბლიკა რჩება მთიანი ყარაბაღის ხალხის უსაფრთხოების გარანტი. საკითხი უნდა მოგვარდეს მთიანი ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უფლების პირობებში და ოფიციალური სტეფანაკერტის გარეშე არავის შეუძლია მივიდეს კონფლიქტის სრულყოფილად გადაჭრამდე“– განაცხადა ედუარდ შარმაზანოვმა.

ფოტო:azatutyun.am

Leave a Reply