Latest posts by Aliq Media (see all)
სოფლების – ტამბოვკა, ასპარა და ვლადიმიროვკას მოსახლეობა ზამთრის განმავლობაში როგორც წესი ფარავნის სქელი ყინულის გავლით მოძრაობს. მიუხედავად იმისა, რომ ყინული ჯერ არ დამდნარა, მოსახლეობამ ტბის გზად გამოყენება შეწყვიტა.
ტბა ფარავანი შემოკლებული გზის სტატუსით უკვე რამდენიმე წელია სარგებლობს. ის სოფლებს – ტამბოვკა, ასპარა და ვლადიმიროვკა ნინოწმინდასთან აკავშირებს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დაბზარული ყინულის გამო, ადამიანები წყალში ჩავარდნილან. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ასეთი ტრაგედია დაახლოებით 4-5 წლის წინ მოხდა, როდესაც ტბაში ერთდროულად 3 ადამიანი ჩავარდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.სწორედ ამიტომაა რომ დღესდღეობით ხალხი ამ გზით სიარულს უსაფრთხოების მიზნით ერიდება. ისინი კი, ვინც შიშის მიუხედავად გზას იმოკლებენ, საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ.
ზამთრის პერიოდში ფარავნის ტბის ყინულის საფარი 73 სანტიმეტრს აღწევს. ფარავნის ტბა საქართველოში ყველაზე დიდ ტბად ითვლება. ის საქართველოს სამხრეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტბის სიმაღლე ზღვის დონიდან 2073 მ-ია.