Latest posts by Aliq Media (see all)
“ირანის ისლამურ რესპუბლიკას ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის სომხეთთანაც,” ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამმად ჯავად ზარიფმა 28 ნოემბერს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები სომხეთსა და ირანს შორის მაღალ დონეზეა. უნდა აღვნიშნო, პრეზიდენტ ჰასან როჰანის ფიცდადების ცერემონიალზე სომხეთის წარმომადგენლობა და სომხეთის პრემიერის ირანში ვიზიტი, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა შექმნილი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განსავითარებლად“,- აღნიშნა მან.