არა ღარსლიანი – მხატვარი და მოქანდაკე ნინოწმინდიდან

მოქანდაკე-მხატვარი არა ღარსლიანი

არა ღარსლიანი სკულპტურითა და ხატვის იშვიათი სახეობით არის გატაცებული და  ნახატებს  ერთ ფერში ხატავს. “ფერადი გამოსახულებები აზროვნების შესაძლებლობას ზღუდავს “, – ამბობს მხატვარი და მოქანდაკე.

მისი მხატვრული ნიჭის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ჯოხით, რომელიც იწვის ხელის ნელი მოძრაობების მეშვეობით  ნახატის დეტალების აღდგენას ახდენს.

2010 წელს ნინოწმინდაში საქართველოსა და სომხეთის მეგობრობის ძეგლი დადგეს, რომელსაც “ჰაიოს-ქართლოსი” უწოდეს.  მისი ავტოპრი არა ღასლიანია. მასვე ეკუთვნის 2013 წელს  ნინოწმინდაში სომხური გენოციდის 100 წლისთავს მოძღვნილი ძეგლიც.

მხატვარი ნინოწმინდის რაიონის სოფელ ხოჯაბეკში დაიბადა და დღემდე იქ ცხოვრობს.  პროფესიული განათლება  მიიღო სომხეთის ქალაქ გიუმრიში და ჯარის შემდეგ მშობლიურ სოფელში ოჯახი შექმნა და თავის საყვარელ საქმიანობით არის დაკავებული. არასთვის ეს არა მხოლოდ საყვარელი საქმიანობაა,  არამედ შემოსავლის წყარო. ის უამრავი ხაჩქარისა და ნახატის ავტორია. მხატვარის პირველი მასწავლებელი მამამისი კარლენ ღარსლიანი იყო. 

 

Leave a Reply