Latest posts by Aliq Media (see all)
„სომხეთი და აზერბაიჯანი ჯერ კიდევ შორს არიან მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ საკვანძო ასეპექტებზე შეთანხმების მიღწევისგან“-ამის შესახებ დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ბრიფინგში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვიც იღებდა მონაწილეობას. განცხადებას სააგენტო civilnet.am. ავრცელებს.
„გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ექვემდებარება დარეგულირებას. ამას მოწმობს მრავალწლიანი ურთიერთობის შედეგები, რომელთა საფუძველზეც მიღწეულია დარეგულირებას დაქვემდებარებულ საკვანძო საკითხთა საერთო გაგება. ეს უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხებია. აგრეთვე, იმ ტერიროტიათა დაბრუნება, რომელიც ახლა მდებარეობს ყარაბაღის გარშემო და აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ არ არის; ასევე, მთიანი ყარაბაღის სტატუსის გადაწყვეტა, იმ ადამიანების გათვალისწინებით რომლებიც უკვე იქ ცხოვრობენ; აგრეთვე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების პარამეტრების შეთანხმება“-განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, ამ ასპექტების უმრავლესობაზე შეთანხმება არსებობს.
„თუმცა არის ორი-სამი საკითხი, რომელიც საბოლოო პაკეტისთვის საკვანძოა და ჯერ განხილვის პროცესშია. არ დავმალავ, რომ ჩვენ ჯერ შორს ვართ ისეთი ვითარებისგან, სადაც მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ აღნიშნულ ასპექტებთან დაკავშირებულ მიდგომებს“-აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.