25-26 სეტემბერს, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა იგორ პოპოვმა, სტეფან ვისკონტიმ და ენდრიუ შოფერმა, გაერო-ს გენერალურ ანსამბლეას ფარგლებში, როგორც ინდივიდუალური ასევე საერთო შეხვედრები გამართეს სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებთან, კერძოდ საგარეო საქმეთა მინისტრებთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან და ემარ მამედიაროვთან.
მხარეებმა შეხვედრის დაწყებამდე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებული ვითარებას და ბოლო პერიოდში ინტენსიური ინციდენტებთან დაკავშირებულ საკითხებსა და განცხადებებს.
თანათავმჯდომარეემა მინისტრებს არსებული დაძაბულობიდან გამომდინარე მოუწოდეს, რომ პრობლემის მოგვარებას კონსტრუქციულად მიუდგნენ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რიტორიკისგან თავი შეიკავონ, რამაც შეიძლება გააუარესოს სიტუაცია.
თანათავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კომფლიქტის მოგვარება ორივე მხარისგან კომპრომისებს მოითხოვს. ისინი ახლო მომავალში გეგმავენ, რომ რეგიონს ეწვიონ.
შეხვედრის გმიმდინარეობისას სომხეთისა და აზერაიჯანის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლოს კვლავ შედგება მათი შეხვედრა.