Latest posts by Aliq Media (see all)
ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინსკის ჯგუფის ახლად დანიშნულმა თანა-თავმჯდომარემ ენდრიუ შოფერმა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ პირველად ისაუბრა.
„მსურს, რომ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში პრეზიდენტები შეხვედრაზე დათანხმდნენ, ფოკუსირება მოახდინონ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რათა კოფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში პროგრესი იყოს. მესმის, რომ უზომოდ რთული საკითხები არსებობს, რომლებიც განხილვას საჭიროებენ. თუმცა მჯერა, რომ დარეგულირება შესაძლებელია. ეს რომ მოხდეს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა პირველ რიგში პოლიტიკური ნება უნდა გამოხატონ, რაც მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. ეს დაპირისპირება ძალიან დიდხანს გრძელდება“ – აღნიშნა შოფერმა.
დიპლომატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს პოზიცია არ შეცვლილა და ისინი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პრინციპის ერთგულები რჩებიან.
„აშშ მკაფიოდ მხარს უჭერს მინსკის პროცესებსა და მხარს დაუჭერს მშვიდობის შეთანხმების მოლაპარაკებებს, რომლებიც დაფუძნებული იქნებიან ჰელსინკის საბოლოო აქტში შესულ სამ პრინციპზე: ძალის არ გამოყენება, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“ – განაცხადა შოფერმა.
ენდრიუ შოფერმა ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანა-თავმჯდომარე რიჩარდ ჰოგლანდი ჩაანაცვლა.