სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი არმენ სარგსიანი თანამდებობის დაკავების გამო მილოცვის წერილებს იღებს. მას გაპრეზიდენტება მიულოცეს ესპანეთის მეფე ფილიპ მე-6, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელიმ, ინდოეთის პრეზიდენტმა რამ ნათჰ კოვინდმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის დეპარტამენტი იტყობინება, რომ არმენ სარგსიანმა მილოცვის წერილები მიიღო არაბთა გაერთიანებული ემირატის პრეზიდენტისგან, ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანისგან, საზოგადოებრივი, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.