Latest posts by Aliq Media (see all)
მესამე წელია, რაც საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში, ქალაქ დილიჯანის საერთაშორისო სკოლაში სწავლის გააგრძელების შესაძლებლობა მიეცათ (United World College Dilijan). „UWC“-ის ქსელის ერთ-ერთ სკოლაში ყოველწლიურად 7 ან 8 საქართველოს მოქალაქე სწავლას აგრძელებს, მერე კი სკოლის ერთ-ერთ ფილიალში გადადის საცხოვრებლად.
ამჟამად ორწლიან კოლეჯში საქართველოს 16 მოქალაქე სწავლობს და განათლებას იღებს. სტუდენტები საერთაშორისო კოლეჯის 10 სხვადასხვა ფილიალში სწავლობენ, მათ შორის 6 დილიჯანშია.
„UWC“-ის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულებს მსოფლიო წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაც აქვთ.
„დილიჯანის ფილიალი გაიხსნა 2014 წელს და ჩვენ უკვე გვყავს 95 კურსდამთავრებული მსოფლიოს 51 ქვეყნიდან. ისინი 2 წელი ცხოვრობდნენ სომხეთში. სომხურ ენასაც ყველა ფლობს. ეს არაა უნივერსიტეტი და არც სკოლაა. ჩვენთან სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებამდე, განათლებას იღებენ, – თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „ჰაიარტუნში“ შეხვედრისას განაცხადა კოლეჯის მიმღები კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ელენე შეროზიამ, – აღსანიშნავია, რომ ამ სასწავლო ქალაქში ცხოვრობენ სტუდენტებიც და მათი ლექტორებიც. ჩვენ ერთობლივი გარემოს ატმოსფეროს შექმნას ვცდილობთ“.
საერთაშორისო სკოლის დირექტორის, დენის დევიდსონის სიტყვით მათ უნდათ, რომ გვანახონ, გვაჩვენონ, თუ რა იდეა ჰქონდათ და მათი ეს ოცნება სომხეთში როგორ შესრულდა.
„ჩვენმა დამფუძნებლებმა, სომეხმა ბიზნესმენ-ქველმოქმედმა რუბენ ვარდანიანმა და მისმა მეუღლემ მიზნად დაისახეს გაეხსნათ სკოლა, რომლის მეშვეობითაც მსოფლიო გაიცნობდა სომხეთს. მათ მიაღწიეს თავიანთ მიზანს – კარის გახსნას, რომლითაც ქვეყანა შემოვა სომხეთში და სომხეთიც შევა ქვეყანაში“, – აღნიშნა დევიდსონმა.
2017 წლის სასწავლო წლისთვის „UWC“-ის საერთაშორისო სკოლაში საქართველოს მოქალაქეთათვის 7 ადგილია განკუთვნილი, 3 ისწავლის დილიჯანში, ხოლო დანარჩენი – ევროპის ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში.
„UWC“-ის საერთაშორისო სკოლაში ჩასაბარებლად ყველა საჭირო ეტაპის შემდეგ მხოლოდ სწავლის საფასურის გადახდის საკითხი დგება და თუ მოსწავლის ოჯახს არ გააჩნია ფინანსური შესაბამისი საშუალება, სკოლა მიმართავს დონორებს, რათა მათ უზრუნველყონ სტუდენტის სწავლის საფასურის ან მისი ნაწილის გადახდა.