Latest posts by Aliq Media (see all)
17 და 19 ივნისს მოძრაობის თეატრი სცენაზე წარსდგებიან კავკასიური ჯაზის საუკეთესო შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.
17 ივნისს 20.00 საათზე კონცერტში ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ბენდების მიიღებენ მონაწილეობის. ესენი გახლავთ Lucy Khanyan Trio და Artur Grigoryan Quintet (სომხეთი), Zzaj Patterns (აზერბაიჯანი) და Auditorium A (საქართველო).
19 ივნისს 20.00 საათზე კი გაიმართება დიდი დასკვნითი ჯემ-სეშენი სლოგანით Jazz Up The Borders (გააჯაზე საზღვრები).
14 ივნისს დაიწყო მასტერ-კლასების სერია ახალგაზრდა ჯაზ-შემსრულებლებისათვის. მეცადინენობებს უძღვებიან ცნობილი მუსიკოსები და პედაგოგები სალმან გამბაროვი, შენთურქ ოზთაში, ჯორჯ მელ (გიორგი მელიქიშვილი) და არმენ უსნუნცი. ზუსტად ისინი გახსნიან დასკვნით კონცერტს. ერთ სცენაზე გამოვლენ როგორც ფესტივალის სპეციალური სტუმრები, ასევე მასტერ-კლასების მონაწილეებიც.
სალმან გამბაროვი (აზერბაიჯანი) – პიანისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. მონაწილეობდა ისეთ ცნობილ ფესტივალებში, როგორებიცაა Montreux Jazz Festival, GIFT, Oriental Jazz Fest, Zelt-Musik-Festival, Beethoven Festival. ამჟამად წარდგება მუსიკოსების საერთაშორისო ბენდთან.
შენთურქ ოზთაში (თურქეთი) – ბასისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე. ჯგუფი Songs From A Breeze დამფუძნებელი და სოლისტი.
ჯორჯ მელ (გიორგი მელიქიშვილი, საქართველო-აშშ) – დასარტყამი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. წარჩინებით დაამთავრა პრესტიჟული Berklee College Of Music (აშშ). არის გამოჩენილი არტისტების მრავალი პროექტის მონაწილე და საავტორო პროექტების ლიდერი/კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი.
არმენ უსნუნცი (სომხეთი) – საქსოფონისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი, სომხეთის დამსახურებული არტისტი. ჯგუფი Time Report დამფუძნებელი. წლების მანძილზეა არტო თუნჯბოიაჯანის ლეგენდარული Armenian Navy Band სოლისტი. 2004-2006 წწ. იყო ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის მოწვეული პროფესორი. 2011 წ. სომხეთის სახელმწიფო ჯაზ ბენდის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი.
პროექტის ორგანიზატორია ააიპ Art Bridge, წარმდგენია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო მხარდამჭერი – ქ.თბილისის მერია. პარტნიოერები: საქართელოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იუნუს ემრეს ინსტიტუტი.