სომხეთის ჯაზის ასოციაცია ერევანში მეორედ საერთაშორისო ჯაზის ფესტივალს მასპინძლობს. Yerevan Jazz Fest 2017-ის ფარგლებში სომხეთში წელს მუსიკოსები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. მათ შორის, საყურადღებოა ორი ცნობილი სტუმარი – მარკუს მილლერი და გონსალო რუბალკაბანი.
მათ საუბარში აღნიშნეს, რომ ჯაზი მათ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ ვიზიტის დროს სომხური ჯაზის ტრადიციებსაც გაეცნობიან.
ცნობილმა ჯაზმენმა ლევონ მალხასიანმა ფესტივალი შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯაზი ყოველთვის მოდაშია. ჯაზსს არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, რადგან ის თვითონ პოლიტიკაა.
“ეს ფესტივალები მნიშვნელოვანია, რადგან ჯაზმენები ერთმანეთთან კომუნიკაციაში შედიან, კავშირებს ამყარებენ, ეხმარებიან ჩვენს ადგილობრივ მუსიკოსებს განვითარებაში. ყოველწლიურად, მსოფლიო ჯაზმენი გერმანელი ჰერბ ჰენკოკი ჩვენს ასოციაციას უგზავნის წერილს და მადლობას გვიხდის ფესტივალის ჩატარებისთვის. არ შეიძლება ამან დადებითი ნაყოფი არ გამოიყოს”, – თქვა მალხასმა.
Yerevan Jazz Fest 2017 ცნობილი ბრენდის Zilidjan-ის დამფუძნებელს ეძღვნება, ვინც მსოფლიოში ცნობილი პერკუსიული ინსტრუმენტების წარმოება განავითარა.
Yerevan Jazz Fest ნამდვილი დღესასწაულია ერევნის მცხოვრებლებისთვის. ფესტივალი 26 ოქტომბრს დაიწყო და სამი ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021