9 აპრილს, სომხეთის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხების თაობაზე მუდმივმოქმედი კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე” სომხეთის, ევროკავშირისა და ატომური ენერგიის ევროპის თემის და წევრ ქვეყნებთან ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების” რატიფიცირების სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისი პროექტი განიხილეს.
სხდომის მთავარი მომხსენებელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარენ ნაზარიანი იყო, ასევე სიტყვით გამოვიდნენ კომიტეტების პრეზიდენტები არმენ აშოტიანი და ნაირა ზოჰრაბიანი. შეხვედრას სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი პიოტრ სვიტალსკი.
სხდომაზე ნაზარიანმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ახალი ხელშეკრულების პროექტი წარადგინა და აღნიშნა, რომ ახალი ხელშეკრულება ხელს შეუწყობს სომხეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში. მან ასევე დაამატა, რომ დიპლომატები დისკუსიებს აწარმოებენ წევრ ქვეყნებთან ახალი ხელშეკრულების დადასტურების თაობაზე, თუმცა, თითოეულ ქვეყანას გააჩნია შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. ნაზარიანმა აღნიშნა, რომ ესტონეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.