„მანქანის გამოძახების კულტურა საქართველოში ჯერ არ განვითარებულა“

მომავალი კვირის დატვირტულ გრაფიკს სომხური კომპანია GG-ს თანადამფუძნებელი, ხაჩატურ გრიგორიანი , თანამშრომლებთან ერთად, დრო რომ არ დაკარგოს, გზაში განიხილავს. ზაფხულის თვეებში ტურისტების რაოდენობა საკმაოდ მომატებულია, რამაც ასევე კომპანიის სამუშაოს მოცულობაზე იქონია გავლენა.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მანქანა და სმარტფონი აქვს, შეუძლია დარეგისტრირდეს ჩვენთან და ცარიელმა არ იმოძრაოს. ასეთ შემთხვევაში ყველა მოგებაშია“- ამბობს გრიგორიანი.

2011 წლიდან კომპანია GG-ს მანქანები სომხეთისა და საქართველოს 12 ქალაქის მგზავრებს ემსახურება.თუმცა, ხაჩატურ გრიგორიანი მძღოლებს „ტაქსისტებს“ არ უწოდებს“.

წარმატების საიდუმლოზე საუბრისას ის აღნიშნავს:

„ჩვენ ცხოვრება და გული ჩავდეთ ამ საქმეში. და მდგრადი განვითარების გზას ვადგავართ. ოცნება გვაქვს, რომ მომავალში ელექტრომობილი შევქმნათ. ჯერ ოცნებაა, მაგრამ ყველაფერი ოცნებით იწყება“.

2016 წლიდან GG ქართულ ბაზარზეც მუშაობს. ხაჩატურ გრიგორიანი ალიქ მედიასთან საუბარში ბაზარზე არსებული სირთულეების შესახებ საუბრობს:

მანქანის გამოძახების კულტურა საქართველოში ჯერ არ განვითარებულა, ხალხი გარეთ გადის ტაქსის გასაჩერებლად. ეს უნდა შეიცვალოს“.

ხაჩატურ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა რომ არსებობენ უფრო დიდი და შემოსავლიანი ბაზრები, ქართული ბაზარი უფრო სასურველია:

„ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ახლოს ყოფნა, ქართველები და სომხები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. ჩვენ ბიზნესის კეთება საქართველოში უნდა ვისწავლოთ. შემდეგ კი გამოცდილებას გავუზიარებთ ქართულ და სომხურ სხვა ორგანიზაციებს“.

Leave a Reply