მანდატზე უარის თქმას არ ვაპირებ_ გაგიკ წარუკიანი

სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს “აყვავებული სომხეთი” პარტიის ლიდერმა გაგიკ წარუკიანმა განაცხადა, რომ მანდატზე უარის თქმას არ აპირებს, იმის გამო რომ ეროვნულ ასამბლეაში ბიზნესმენები არ უნდა იყვნენ.

მანვე დასძინა, რომ ის ბიზნესმენი არ არის , არამედ მესაკუთრეა.

“თუ მანდატზე უარის თქმა მიწევდა, მაშინ ჩემი ხლხი ხმას არ მომცემდა. -როცა რევოლუციის შემდეგ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია იშლება წარუკიანს ხალხის ისეთი ნდობა აქვს, რომ მას ხმა მისცეს და პარლამენტში მეორე ძალა გავხვდით” , – განაცხადა დეპუტატმა.

წარუკიანმა თავისი პარტიის პოლიტიკური პოზიცია არ განმარტა.

ჟურნალისტების კითხვაზე თუ რატომ არ ურჩევს ის თავის მეგობარს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშემკოს, რომ აზერბაიჯანსათვის იარაღის მიწოდების სანაცვლოდ სომხეთთან ურთიერთობები არ გაიუარესოს ,-კითხვაზე წარუკიანმა უპასუხა:

” ლუკაშენკოს დამოკიდებულება და პატივისცემა თქვენ იხილეთ. ის ჩვენი პრემიერ-მინისტრის მოწვევას ელოდება, რათა ჩაამოვიდეს, შეხვდეს მას და თქვენ და თქვეთვის საინტერსო ყველა კითხვას გასცეს პასუხი”.