საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.მთავრობის მეთაურს “ზვართნოცის” საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი დახვდა.
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. მამუკა ბახტაძეს სომეხმა კოლეგამ ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. მთავრობის მეთაურებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
დღესვე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანთან.
პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანთან.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021