საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა.
„თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგილოცოთ თქვენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, მეგობარი სომხეთი შეძლებს, წარმატებით განახორციელოს პროგრესული რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებასა და სტაბილურობას.
საქართველოს მთავრობის სახელით მსურს, დაგარწმუნოთ ჩვენს მხარდაჭერაში ამ მნიშვნელოვან საქმეში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე დაფუძნებული კავშირები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება და გაღრმავდება“, – ნათქვამია მამუკა ბახტაძის მისალოც წერილში, რომელსაც სომხური მედია ავრცელებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021