მამაჩემს არ სძულდა თურქები – აზნავურის შვილი

ცნობილი ფრანგი მომღერლის შარლ აზნავურის შვილი ნიკოლას აზნავური ხაზს უსვამს, რომ მამამისს თურქები არ სძულდა. ამის შესახებ მან 24 აპრილს წიწერნაკაბერდში ვიზიტის დროს განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლა აზნავურმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი მომღერალი მშვიდობაზე ოცნებობდა.

„დღეს ვიგრძენ ი აქ , რომ მამაჩემი ჩვენთან ერთად არის. ისევე, როგორც მრავალი ადამიანი, ვინც ახლა აქ არ არის, მაგრამ ჩვენს გვერდით იმყოფება“, – განაცხადა ნიკოლა აზნავურმა და დასძინა, რომ შარლ აზნავურის ნებაც სწორედ ასეთი იქნებოდა, რომ დღეს, ამ წუთას მე და ჩემი მთელი ოჯახი თქვენთან ვყოფილიყავით.