7 მარტს, პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საფრანგეთის ქალაქ ლიონის, ეთნიკურად სომეხი, მერი ჟორჟ კეპენეკიანი მიიღო, რომელიც ერევანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარგსიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომეხი თანამემამულის წარმატება საფრანგეთში სასიამოვნოა და მას სომხებიც იზიარებენ, რადგან ის სომხურ-ფრანგული მეგობრობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
“ის ფაქტი, რომ ჟორჟ კეპენეკიანი საფრანგეთის ღირსეული მოქალაქე და სომეხი ხალხის ერთგული შვილია, მან თავისი განვლილი გზით და საქმიანობით დაადასტურა,” აღნიშნა პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, კეპენეკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთში ქრისტიანობის აკადემიასთან თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს და დარწმუნებულია, რომ სომხეთი დიდ ისტორიულ მემკვიდრეობას და საუკუნეებით მდიდარ კულტურის მომავალს უფრო ოპტიმიზმით უყურებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021