
Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისში ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის თასის გათამაშება გრძელდება.
მეოთხედ ფინალის მეორე კლასიკურ პარტიაში სომხეთის წარმომადგენელმა ლევონ არონიანმა შავი ფიგურებით, ვასილ ივანჩუკთნ პარტია, რომელიც 5 საათს გრძელდებოდა, 71-ე სვლაზე ფრედ დაასრულა.
მანამდე არონიანმა თეთრი ფიგურებით ივანჩუკს მოუგო. ნახევარფინალში არონიანი სვიდლერ-ლაგრავის შეხვედრის გამარჯვებულს შეხვდება.
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის თასის გათამაშება 2-28 სექტებრამდე თბილისში ტარდება. 18-22 სექტემბერი დასვენების დღეებია.