ლევან იზორიას ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში (ფოტო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 21 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვიზიტი სომხეთის თავდაცვის სამინისტროში სტუმრობით დაიწყო და კოლეგას, დავით ტონოიანს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია გენოციდის მსხვერპლთა მემორიალს “წიწერნაკაბერდს” ეწვია.

იზორიამ შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.