Latest posts by Aliq Media (see all)
„საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ლაპშინის დაკავებასა და აზერბაიჯანში ექსტრადირებასთან დაკავშირებით არასათანადო გამოხმაურებამ, ბაქო წაახალისა“ – წერს თავისი ტვიტერის მიკრობლოგში სომხეთის საგარეო უწყების სპიკერი, ტიგრან ბალაიანი და აღნიშნავს, რომ არასაკმარისი გამოხმაურება გახდა თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის და ისრაელის მოქალაქე ალექსანდრე ლაპშინი 2011 წლის აპრილში და 2012 წლის ოქტომბერში ვიზიტით მთიან ყარაბაღს ეწვია და ამის შესახებ თავის ბლოგში დაწერა. აზერბაიჯანულმა პროკურატურამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 281.2 და 318.2 მუხლების შესაბამისად აღძრა, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საჯარო მოწოდებებს და აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს. საინტერესოა, რომ ბლოგერს არაერთხელ უმოგზაურია მთიან ყარაბაღში, რის გამოც 2011 წელს აზერბაიჯანის საგარეო უწყების “შავ სიაში” მოხვდა.
ლაპშინი აზერბაიჯანის მთავობის მოთხოვნით 2016 წლის დეკემბერში დაკავებული, ხოლო იანვარში ექსტრადირებულ იქნა ბაქოში.
ამა წლის 29 მაისს, თბილისიდან გაიტაცეს, შემდგნომ კი ბაქოს ერთ-ერთ ციხეში აღმოაჩინეს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფღან მუხთარლი. ის ცნობილია აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ თავისი კრიტიკული სტატიებით. 2015 წელს აზერბაიჯანში ჟურნალისტებზე მასობრივი ზეწოლების გამო, ის იძულებული იყო დაეტოვებინდა სამშობლო და საცხოვრებლად თბილისში გადმოსულიყო.