ჟურნალ Lancet-ში 1950 წლიდან 2017 წლის ჩათვლის დედამიწაზე შობადობის რიცხვის განმსაზღვრელი კვლევები გამოქვეყნდა. ახალი კვლევის მიხედვით, საგულისხმობა მსოფლიოში შობადობის აშკარა კლება.
მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს თითქმის ნახევარ ქვეყანაში „ბავშვების დეფიციტია“, – ეს ნიშნავს იმას, რომ პოპულაციის რაოდენობის შენარჩუნებისთვის, ქვეყანაში ბავშვების არასაკმარისი რაოდენობაა.
მკვლევრები აცხადებენ, რომ შედეგი მათთვის გასაოცარი იყო. მათი თქმით, მსოფლიოს მალე უფრო მეტი ბებია და ბაბუა ეყოლება, ვიდრე შვილიშვილი.
1950-იან წლებში ქალებს საშუალოდ 4 შვილი ჰყავდათ. გასულ წელს ეს რიცხვი ორამდე შემცირდა, თუმცა დიდი განსხვავებაა ქვეყნებს შორისაც. მაგალითად, ნიგერში ერთ ქალს საშუალოდ 7 შვილი ჰყავს, მაშინ როდესაც კვიპროსზე ქალი მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთს აჩენს.
ექსპერტების თქმით, ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებს, შობადობის მაჩვენებელი უფრო დაბალი აქვთ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021