ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კომურდოს მოსახლეობის 90 პროცენტი საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ვერ ახერხებს, რადგან მათი მიწის ნაკვეთების პასპორტები (დოკუმენტაცია) გაქრა. ამის შესახებ JNEWS წერს.
2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
სოფელ კუმურდოს მოსახლეობა ჩივის, რომ თავიანთი მიწებს რომლებსაც 20 წლზე მეტია ამუშავებენ, საჯარო რეესტრში ვერ ირეგსტირებენ. მიზეზი ისა, რომ რეგისტრაციისთვის ე.წ. მიწის პასპორტია საჭირო, ხოლო პასპორტი ხალხს 90-იან წლებში დაურიგეს, როდესაც ყველა ოჯახს თანაბრად 1,25 ჰეკტარი მიწა მიაკუთვნეს.
დღეისათვის სოფელში მხოლოდ 10%-მა შეძლო მიწების დარეგისტრირება . დანარჩენებმა არ იციან რა უნდა ქნან. ყველას ერთიდაიგივე პრობლემა აქვს. თუმცა მიწის პასპორტის არ ქონის მიზეზები განსხვავებულია: ზოგს იმ დროს პასპორტისთვის გადასახადი თანხა არ ჰქონდა, ზოგი სოფელში არ იმყოფებოდა და ა.შ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021