
Latest posts by Aliq Media (see all)
2017 წლის 2 მაისიდან კუხო -ს გენერალური მდივნის ვალდებულებებს იური ხაჩატუროვი გადაიბარებს. როგორც სააგენტო RIA Novosti იუწყება, ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ვალერი სემერიკოვმა განაცხადა.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მთავარი მდივნის დანიშნვის განხილვისას, ერთხმად მიღბულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2 მაისიდან აღნიშნულ პოზიციას იური გრიგორის ძე ხაჩატუროვი დაიკავებს“- კუხო -ს წევრი ქვეყნების არაოფიციალური სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სემერიკოვმა.
აღსანიშნავია, რომ იური ხაჩატუროვი დაიბადა 1952 წელს საბჭოთა საქართველოს ქალაქ თეთრ-წყაროში.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით 2016 წლის 3 ოქტომბერს დაინიშნა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად.