Latest posts by Aliq Media (see all)
კრემლი შეშფოთებულია სომხეთში შექმნილი ვითარებით, მაგრამ ამას “ქვეყნის შიდა საქმედ” აფასებს. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
”ჩვენ ამას მხოლოდ სომხეთის, კავკასიაში ჩვენი უახლოესი მოკავშირეს შიდა საქმედ ვთვლით”, – თქვა პესკოვმა.
დღეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება გადატრიალების მცდელობად მიიჩნია და თავის მომხრეებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. მან გაათავისუფლა გენერალური შტაბის უფროსი და სამსახურის უფროსის მოადგილე.