კრემლი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რევოლუციური მოძრაობის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრისთვის ემზადება. რადიო “მოსკოვის ექოს” რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა შეხვედრის მომზადების შესახებ საკუთარი ტელეგრამის გვერდზე დაწერა.
მან აღნიშნა, რომ პუტინის შეხვედრა ფაშინიანთან სავარაუდოდ, 14 მაისს სოჭში გაიმართება, მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნული კრება პრემიერ-მინისტრად აირჩევს.
1 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ პარტია”ელქ”-ის ხელმძღვანელი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად არ აირჩია, ხოლო 8 მარტს დანიშნულია ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნები, რომელიც ისევ სომხეთის პარლამენტში გაიმართება. პრემიერ-მინისტრობის ერთადერთ კანდიდატად ნიკოლ ფაშნიანია წარდგენილი, რომელსაც მხარს უჭერს პარლამენტში არსებული ოპოზიციური პარტიები.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021