
Transparency International ორგანიზაციამ (საერთაშორისო გამჭვირვალობა) 2018 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა. 180 ქვეყნის ფარგლებში სომხეთმა 105-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგის მიხედვით სომხეთს 100-დან 35 ქულა მიანიჭეს. წინა წელთან შედარებით ქვეყნის ქულა არ შეცვლილა, მაგრამ სიაში ორი ადგილით წინსვლის პროგრესი დაფიქსირდა.
აღნიშნულ ინდექსში სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო 41-ე ადგილზეა, თურქია 78-ე, ირანი და რუსეთი 138-ე, ხოლო აზერბაიჯანი 172-ე.
კორუფციის აღქმის ინდექსი აფასებს საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონეს. შედეგები დგინდება დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ბიზნესმენთა მოსაზრების გათვალისწინებით. 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი დონეა, 0 არის ყველაზე მაღალი. წელს ამ სიაში საუკეთესო რეიტინგი დანიას აქვს ყველაზე უარყოფითი კი -სომალის .