სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 4823-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ერთი პირი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 61 შეადგინა.
ამ დროისთვის 2019 გამოჯანმრთელდა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2718 პირი რჩება.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში კორონავირუსის 41850 ტესტია ჩაბარებული, რომელთაგან 4823 დადასტურებულია.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021