სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა და საერთო ჯამში პაციენტთა რაოდენობამ 32 490 შეადგინა.
ამასთან, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე, სომხეთში კორონავირუსით 8 ადამიანი დაიღუპა. ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 581-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 20 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 996 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.
შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021