Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქელი, მოკრივე არტიუ გომციანი რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, კრივში სერია A-ს საერთაშორისო ტურნირში დაიკავა საპრიზო ადგილი.
უნგრეთის ქალაქ დებრაცენში სერია A-ს საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კრივში მოიპოვა 3 მედალი, მათ შორისაა ახალქალაქელი ახალგაზრდა რომელიც ვარჯიშობს ქალაქის სპორტ კომპლექსში, მისი მწვრთნელი არის ატომ ელიზბარიანი.
არტიუშ გომციანი 56-კილოგრამიან წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 69-კილოგრამიან წონით კატეგორიაში ვერცხლი მოიპოვა ესკერხან მადიევმა, ხოლო 49-კილოგრამიან წონით კატეგრიაში მესამე ადგილი დაიკავა ნოდარ დარიბაძემ.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია შალვა დუნდუა.