მარნეულის მერიამ სოფელ ხოჯორნში კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოების შესრულებისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
მერიას ტენდერი 67 150 ლარად ჰქონდა გამოცხადებული, სადაც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „ინტერტექნოლოგიმ“ მიიღო. შპს „ინტერტექნოლოგიმ“ სოფელ ხოჯორნში მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობა მერიას 64 101 ლარად შესთავაზა.
სატენდერო კომისიამ შპს „ინტერტექნოლოგი“ ტენდერში გამარჯვებულად ცნო და უახლოეს დღეებში მასთან ხელშეკრულებასაც გააფორმებს.
tendermonitor.ge -ს მიხედვით, შპს „ინტერტექნოლოგის“ სულ 274 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საედანაც 72% წააგო, 23% მოიგო, 3% არ შედგა, ხოლო 2% ამ დრომდე მიმდინარეობა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021