ხიდაშელი – არ მგონია, რომ რუსეთთან ახლო ურთიერთობა სომხეთზე კარგად აისახოს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი – თინა ხიდაშელი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისთვის, ყველაზე საფრთხისმომცველად რუსეთს მიიჩნევს.  

„ვფიქრობ როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთიდან მოდის. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ამას არ აღიარებენ, ეს მაინც ასეა. მოსკოვიდან განხორციელებული ომი – ტანკებით იქნება ის თუ საინფორმაციო ხასიათის, ჯერ კიდევ ყველაზე დიდი პრობლემაა“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ალიქ მედიასთან საუბარში.

ხიდაშელის აზრით, საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა გაიგონ, რომ ერთი საერთო პრობლემის წინაშე დგანან, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაწყვიტონ.

„იმედი მაქვს, რომ კავკასიის წინაშე მდგარი საფრთხეების აღმოფხვრის საკითხში ჩვენ ვიპოვით საერთო გამოსავალს, ეს დღეც მოვა“,- დარწმუნებულია ხიდაშელი.

იმ ფაქტზე საუბრისას, რომ სომხეთი და საქართველო სხვადასხვა ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემის მატარებლები არიან, ხიდაშელმა აღნიშნა: „არა მგონია, რომ რუსეთთან ახლო ურთიერთობა კარგად ისახებოდეს სომხეთზე, თუმცა ეს სომხეთის შიდა საკითხია და მან თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედოს“.

Leave a Reply