სომხეთის ‘ხავერდოვანი რევოლუციის’ ერთ-ერთი მონაწილე გარდაიცვალა

სომხეთის ‘ხავერდოვანი რევოლუციის’ აქტივისტი კარენ მარგარიანი გარდაიცვალა. მარგარიანს ფილტვების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. 21 წლის კარენ მარგარიანი ტავუშის რაიონის ქალაქ ბერდიდან იყო. 15 ივლისს, ერევნის თავისუფლების მოედანზე მისთვის პატივის მისაგებად სანთლები დაანთეს.

იგი სომხეთის ‘ხავერდოვანი რევოლუციის’ აქტიური მონაწილე იყო.

“კარგი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, ჩვენთან აღარ არის. ბიჭი, რომელიც დღე და ღამე ახალი სომხეთისთვის იბრძოდა, რომელიც ქუჩაში იძინებდა და ვერ შეძლო საკუთარი ბრძოლის შედეგები ენახა”, – ფეისბუქზე წერენ მისი მეგობრები.

mamul.am

Leave a Reply