ხაშურში პოლიციის მანქანა ქვეითს დაეჯახა [ვიდეო]

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ეჯახება პატრულის ავტომანქანა ქალს, რომელიც გზაზე გადარბის.

შინაგან საქმეთა სამინოსტროს განცხადებით, ქვეითად მოსიარულე არ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაცით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

უწყების თქმით, ამ დროისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რათა დადგინდეს პოლიციელთა ბრალეულობა, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ქალი გზას ქვეითისთვის აკრძალულ ადგილში კვეთდა.

http://

Leave a Reply