22 თებერვალს, დილის 10:00 საათზე, არცახის სოფელ დადივანქში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, შედეგად ორი მცირეწლოვანი გარდაიცვალა.
სოფელ დადივანქის გამგებელი ალვარდ ოჰანიანის განცხადებით, სახლში სადაც ცეცხლი გაჩნდა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა.
ხანძრის შედეგად დაზარალებული ჰოვაკიმიანების ოჯახი 8 წევრისგან შედგება. ოჯახის ყველაზე პატარა წევრები 7 თვის ტყუპები ხანძრის დროს გარდაიცვალნენ, ხოლო ოჯახის კიდევ ორი წევრის, 4 და 6 წლის ბავშვების გადარჩენა შეძლეს.
ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად ოჯახი დროებით მეზობლად მდგომ მიტოვებულ შენობაში შეასახლეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021