დღეს, 14 აგვისტოს სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, თუმცა აქტივისტების ჯგუფი დარბაზში შეიჭრა და მას პრესკონფერენციის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
“ხელისუფლება სომხეთში მოქმედებს მათი უფლებამოსილების ფარგლებში და რომლის ფარგლებშიც ისინი ცდილობენ მართლმსაჯულების განხორციელებას. ხელისუფლების გარდა, სომხეთში თავისუფალი, დამოუკიდებელი მოქალაქეები არიან, რომელთაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სამართლიანობის აღდგენის ყოველ ეტაპზე. ჩვენ არ დავუშვებთ უსამართლობას ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის “რესტარტი” ინიციატივის ლიდერმა დავით პეტროსიანმა.
დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ რობერტ ქოჩარიანის ადგილი სომხეთში არ არის და აღნიშნეს, რომ პრესკონფერენცია ჩაიშალა და საპროტესტო აქციაც დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, ერევნის ერებუნი პლაზა ბიზნეს-ცენტრში, სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქცია ფეისბუქზე, სპეციალურად შექმნილ ჯგუფში დაანონსდა და მონაწილეები ქოჩარიანის ციხეში დაბრუნებას ითხოვენ.