რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და ანკარის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში არ ემთხვევა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა “ვალდაის” პოლიტოლოგიის კლუბის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა.
”ჩვენი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე არ ემთხვევა, რადგან გვჯერა, რომ საბოლოო ჯამში ამგვარი სადავო საკითხების მოგვარება საჭიროა არა ძალით და იარაღით, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკებები 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და შედეგი არ არის, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს სროლას ნიშნავს“, – განაცხადა პუტინმა.
მან ასევე დასძინა, რომ ”ჩვენ ყველასთან უნდა ვიმუშაოთ, მოთმინებით ვაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი პოზიცია სწორია და ჩვენ მას დავიცავთ, ხოლო იქ, სადაც ჩვენი პოზიციები და მიდგომები არ ემთხვევა, კომპრომისი უნდა მოვძებნოთ”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021