Latest posts by Aliq Media (see all)
„კატალონია – შემდეგი დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში“ – ამ სლოგანით უკვე წლებია კატალონიის მთავარ ქალაქ ბარსელონაში მასობრივი გამოსვლები იმართება.
„კატალონიას სახელმწიფო სჭირდება, ამის იგნორირება შეუძლებელია,“ განაცხადა კატალონიის რეგიონალური მთავრობის ლიდერმა არტურ მასმა 11 სექტემბერს ბარსელონაში მშვიდობიანი მსვლელობის დროს.
კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმის მონაწილეთა 90% მხარს უჭერს კატალონიის დამოუკიდებლობას. კატალონიაში მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც დამოუკიდებლობისთვის ხმა მისცეს 2.02 მილიონს შეადგინა.
რეფერენდუმს თან ახლდა შეტაკებები. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, სამართალდამცავმა ორგანოებმა ხალხი ძალით გაიყვანეს სკოლებიდან და იმ ადგილებიდან, სადაც კენჭისყრა ტარდებოდა.