“კარიერული წინსვლა და დაბრკოლებები ქალებისთვის”

დირექტორი სამუშაო მივლინებაში იყო, მისი მოადგილე კი მე – ქალი ვიყავი…

მე ვარ მარინე, 30 წლის. 5 წელზე მეტია ვმუშაობ საჯარო სექტორში.დღევანდელ თანამდებობას მივაღწიე საკუთარი შრომისა და ცოდნის წყალობით, და არა როგორც საზოგადოებაშია მიღებული, პროტექციით ან გარეგნობის გამო.

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა, ალბათ, კაცობრიობის წარმოშობისთანავე დაიწყო. ახლა უკვე დროა, რომ ყველამ ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის. მე ვიმედოვნებ,რომ ერთ დღეს მამაკაცი-ფემინისტების რიცხვი გაუთანაბრდება, ქალების რიცხვს. პირადად მე, ბევრჯერ ვყოფილვარ გენდერული დისკრიმინაციის მომსწრე, ზოგჯერ კი თავად ვიყავი ამ დისკრიმინაციის მსხვერპლი. მაგალითისთვის შემიძლია ერთი შემთხვევა გავიხსენო: როგორც აღვნიშნე, ვმუშაობ საჯარო სექტორში, იმ განყოფილებაში, სადაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა მეკავა, ძირითადად ქალები მუშაობდნენ და მხოლოდ ორი მამაკაცი. ერთი მათგანი  ჩვენი განყოფილების დირექტორი იყო. ამ სფეროს კარგად ვფლობდი, ჩემს საქმეს კარგად ვასრულებდი, ჩემს მიმართ დირექტორის, ხელმძღვანელობის ან/და პერსონალის მხრიდან რამე პრეტენზია არ ყოფილა.

ერთ დღეს ჩვენი დეპარტამენტის დირექტორი ორი კვირით მივლინებაში გაგზავნეს საზღვარგარეთ. წესის თანახმად, დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორის მოადგილე,რომელიც გეგმავს სამუშაო განრიგს და მართავს განყოფილებას. თუმცა,  ეს ასე არ მოხდა  ჩემს შემთხვევაში.

”მე ორი კვირით მივდივარ, გიორგი იქნება დეპარტამენტის ხელმძღვანელი”, – თქვა დირექტორმა და მთხოვა გამეგრძელებინ საბუთების მოგვარება, გიორგისაც ყველა საკითხში დავხმარებოდი. გულწრფელად გითხრათ, ასეთი გადაწყვეტილება ჩემთვის გასაკვირი იყო, რადგან გიორგი ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო და ჩემთვის გაუგებარი იყო, რატომ უნდა შეესრულებინა  დირექტორის მოვალეობები რიგით თანამშრომელს ?  ჩემთვის ყველაფერი გასაგები მოგვიანებით გახდა…. დირექტორის დაბრუნების დრო ახლოვდებოდა ,როდესაც, შემთხვევით, გიორგიმ დიალოგში აღნიშნა,რომ ჩემი სქესიდან გამომდინარე ვერ შევძლებდი განყოფილების ხელმძღვანელობას,როდესაც თანამშრომლებში მამაკაცი კოლეგები მყავდა.

ძალიან მეწყინა, გავბრაზდი კიდეც… ვწუხდი, რადგან ჩემს საქმეს არ აფასებდნენ, მხოლოდ იმიტომ,რომ ქალი ვარ. თუმცა ბოლომდე არ მჯეროდა ეს ფაქტი და გავიფიქრე,რომ ეს მხოლოდ გიორგის სწრაფვა იყო თანამდებობისკეს.დირექტორის დაბრუნებას დაველოდე.

„ბატონო დირექტორო“, – ვუთხარი ოდნავ ნაწყენი, მაგრამ თამამი ტონით, – „მართალა ჩათვალეთ, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ, ვერ შევძლებდი  დეპარტამენტის ხელმძღვანელობას?“ რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ (თითქოს ის დოკუმენტს კითხულობდა), მან თავი ასწია და ეს ფაქტი დაადასტურა. “დიახ, ძვირფასო მარინე, ჩვენს განყოფილებაში მუშაობს კაცი, მართებული არ იქნებოდა შენი ხელმძღვანელობა, თუნდაც დროებით”.

ეს ჩემი ბოლო სამუშაო დღე იყო. განცხადება დავწერე და სამსახური დავტოვე. ჩემს განცხადებაში დავწერე, რომ სამსახურს ნებაყოფლობით ვტოვებ. მოგვიანებით დავიწყე საკუთარი უფლებების შესწავლა. ასეთი ცოდნა,რომ მქონოდა საკუთარი უფლებების შესახებ,როგორც ახლა  სხვაგვარად მოვიქცეოდი.

რჩევა ქალებისთვის: არ დატოვოთ და წახვიდეთ ჩუმად სამსახურიდან. დარჩით და იბრძოლეთ.  იმიტომ, რომ სწორედ ეს  ბრძოლა იძლევა შედეგს.

ახლა სხვა ადგილას ვმუშაობ, დირექტორის პოზიციაზე ვარ, ეს საქმე უფრო მომწონს, შეიძლება იმიტომ, რომ აქ პროფესიული შესაძლებლობები და უნარები არ არის განპირობებული სქესით. სქესი სამსახურში არ არის გადამწყვეტი.

————————————————————-

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ალიქ მედია” და “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს