სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი, მმართველი რესპუბლიკური პარტიის პირველი ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს. ეს ინფორმაცია ეროვნულ კრებაში ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილემ ედუარდ შარმაზანოვმა.
“ეს გადაწყვეტილება ძალიან ნორმალურია. კარენ კარაპეტიანი არის მოწიფული პოლიტიკოსი, რომ გადაწყვიტოს, იყოს პირველი მოადგილე თუ არა. მის გადაწყვეტილებას ჩვენ პატივს ვცემთ”, – განაცხადა შარმაზანოვმა.
მან დაამატა, რომ კარაპეტიანის მიერ სომხეთის მმართველი პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ განიხილება და მსგავს თემაზე საუბარი არ ყოფილა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021