
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. იგი მონაწილეობას მიიღებს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტზე. მას ზვართნოცის აიროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ასევე შეხვედრები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანსა და სომხეთის კათოლიკოს პატრიარქთან გარეგინ მეორესთან.
ფაშინიანის სახელით, კანადის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად, ოფიციალური ვახშამი გაიმართება.