კანადელ, წარმოშობით სომეხ მსახიობს და მის მეუღლეს სომხეთის მოქალაქეობა მიენიჭათ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით კანადელ, წარმოშობით სომეხ, მსახიობს და პროდიუსერს არსინე ხანჯიანს და მის მეუღლეს რეჟისორ ატომ ეგოიანს სომხეთის მოქალაქეობა მიენიჭათ.

ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქზე პრემიერის პრესსპიკერი არმენ ეღოიანი წერს.

60 წლის კანადელ სომეხი მსახიობ და პროდიუსერ არსინე ხანჯიანს 2011 წელს სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის პირველი ხარისხის მედალი გადაეცა.