ჯორჯ ქლუნი ერევანშია

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჯორჯ ქლუნი 22 აპრილს სომხეთს ეწვია. ვარსკვლავის დამხვედრთა რიგში იყო ცნობილი სომეხი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი, რომელიც  საერთაშორისო პრემია-დაჯილდოების Aurora Prize for Awakening Humanity ერთ-ერთი დამფუძნებელია.
news.am გვაცნობებს, რომ ვიზიტის ფარგლებში ქლუნი მონაწილეობას მიიღებს Aurora Prize for Awakening Humanity  პირველ საერთაშორისო დაჯილდოებაზე, რომელიც ორგანიზებულია სომეხი ბიზნესმენების რუბენ ვარდანიანის, ნუბარ აფეიანისა და კარნეგი კორპორაციის თავმჯდომარე ვარდან გრეგორიანის მიერ.

დაჯილდოების მიზანია გააერთიანოს მსოფლიოს მეცენატები და მათ, თავისმხრივ, პრიზები გადასცენ ადამიანებს, რომელთაც გადაარჩინეს სხვათა სიცოცხლეები საკუთარის საფრთხეში ჩაგდების ფასად.  დაჯილდოების ცერემონიალი 24 აპრილს ერევანში გაიმართება.

ფოტო:dailymail.co

Leave a Reply