JNEWS – ვაჩიანში არჩევნები კი არა ქეიფია

ახალქალაქის სოფელ ვაჩიანის 25-ე საარჩევნო უბანი 13:30-13:53 საათებში დაკეტილი იყო. საარჩევნო უბნის ყველა წევრმა ერთდროულად სადილობა დაიწყო, რა დროსაც მოსულ ამომრჩევლებს 5-10 წუთით ლოდინს სთხოვდნენ.

საარჩევნო პროცესი მას შემდეგ აღადგა, რაც უბანთან 7-8 კაციანი რიგი დადგა.

“კომისიის წევრებმა, თითქოს არაფერი მომხდარა ჭამა დაიწყეს, დაპატიჟეს ყველა დამკვირვებელი, დამატებით კი ჩვენ გვთხოვეს, გადავუღოთ სურათი”, – წერს jnews.ge.

25-ე უბანთან ასევე “48 ნომრიანი” პლაკატებით ავტომობილები დგანან.