Latest posts by Aliq Media (see all)
ქართულ-სომხური ეპარქიის ლიდერი ძეგლთა ექსპერტ სამველ კარაპეტიანის განცხადებას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, კუმურდოს წმიდა ამაღლების ეკლესია ქართულია.
უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა კუმურდოს ინციდენტიდან. დღეს, როგორია კუმურდოელების მოთხოვნა?
– ყველამ იცის კუმურდოელების მოთხოვნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება მყისიერად პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს და განიხილა იგი.ისევე როგორც, საქართველოს საპატრიარქომ. ჩვენ ორი მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრა გვქონდა საპატრიარქოში და მესამე გაიმართა აქ, ახალქალაქში. გადაწყდა, რომ ძვლებს დავასაფლავებთ ეკლესიის ეზოში და სამარხებს საფლავის ქვაკუთხედი დაედგმება. ეს ორ, ან სამ წელიწადში მოხდება, სანამ ეკლესიის აღადგენითი სამუშაობები დასრულდება.
თუ შესაძლებელი იყო ხაჩქარის განთავსება, მაშინ რატომ მოხდა ეს ინციდენტი?
– ვფიქრობ, კომუნიკაციის პრობლემა იყო. ინფორმაცია შუამავლებით მივიდა ხალხამდე.
ძეგლთა ექსპერტმა სამველ კარაპეტიანმა ამ საკითხზე განცხადება გააკეთა. რას იტყვი ამის შესახებ?
– ჩვენ დღესაც ვიმეორებთ, რომ სომხურ სამოციქულო ეკლესიას არასოდეს არ ექნება პრეტენზია ამ ეკლესიის მიმართ. მე შემიძლია პრეტენზია მქონდეს თქვენს სახლზე? დიახ, წავიკითხე მისი განცხადება. დადასტურებულია, რომ ეს ქართული ეკლესიაა და სამველ კარაპეტიანმა კარგად იცის, რომ ეს ქართული ეკლესიაა. თუ ქართული არ იყო, მაშინ 19-ე საუკუნის დასაწყისში რატომ სთხოვდა ეჩმიაწინის სინოდი საქართველოს სინოდს, რომ დასავლეთი სამლოცველო სომხურ ეკლესიას საშუალებას აძლევს, დროებით მიიღოს იგი როგორც სამლოცველო.
სოფლის მოსახლეობამ გეთანხმებათ, რომ ეკლესია ქართულია?
– სოფლის მოსახლეობამაც და ყველამაც იცის ეს ფაქტი. თუ ჩვენ გვსურს ქართული მხარე სამართლიანი იყოს ჩვენ მიმართ და სომხური ეკლესიები აღიაროს სომხურად, მაშინ ჩვენც უნდა ვიყოთ პატიოსანი და ვაღიაროთ ქართული ქართულად.