Jnews.ge: კუმურდოში დაშავებულთა შორის ბავშვიც არის

Jnews.ge-მა 30 სექტემბერს, კუმურდოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ დაპირისპირების დროს დაზარალდნენ, როგორც სოფლის მცხოვრებლები, ასევე პოლიციელებიც. ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ კუმურდოში დაპირისპირების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 პოლიციელია, ხოლო 6 სოფლის ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის ერთი 10 წლის ბიჭი.

კუმურდოში სოფლის მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. 30 სექტემბრის მონაცემებით, ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოს პოლიციის ექვსმა თანამშრომელმა მიმართა, მათ შორის, ახალქალაქის პოლიციის უფროსმაც. ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს ინფორმაციით, პოლიციელებმა სხვადასხვა დონის დაზიანებები მიიღეს, თუმცა მათი მდგომარეობა მძიმე არ იყო.

jnews.ge

Leave a Reply