Latest posts by Aliq Media (see all)
21 აპრილს აშშ-ში გაიმართა ფილმის „The promise” (დაპირება) მსოფლიო პრემიერა. ფილმი სომეხთა გენოციდის შესახებ არის გადაღებული. მსოფლიო ვარსკვლავები აგრძელებენ ფილმის მხარდასაჭერ სარეკლამო კამპანიას და მას ჯენიფერ ლოპესიც შეუერთდა. თავის ტვიტერის გვერდზე მომღრალმა და მსახიობმა შემდეგი შინაარსის ვიდეო გამოაქვეყნა: „ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ადამინის უფლებებზე. დავეხმაროთ ბავშვებს და ლტოლვილებს. მე ვარ ჯენიფერ ლოპესი და ვფიცავ, რომ დაპირებას შევასრულებ და არასდროს დავივიწყებ მას“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ფილმს „The promise” (დაპირება) მხარდაჭერა გამოუცხადეს: კიმ კარდაშიანმა, ელტონ ჯონმა, ბარბარა სტრეიზანდმა, შერმა, სილვესტერ სტალონემ, მელინა კანაკარდესმა, სოციალური საინფორმაციო ვებ-გვერდის Reddit დამფუძნებელმა ალექსის ოჰანიანმა.
სომხეთში ფილმი “The Promise” დიდ ეკრანებზე 27 აპრილიდან გავა.