ჯაზის საერთაშორისო დღე ერევანში

უკვე მეექვსე წელია, ერევანი მსოფლიოს სხვა ქალაქებს შეუერთდა და  ჯაზის საერთაშორისო დღეს ღია ცის ქვეშ კონცერტით აღნიშნავს.

როგორც იუწყება სააგენტო yerkirmedia.am ერევნის მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან კავშირის დეპარტამენტზე დაყრდნობით,  კომპლექს კასკადის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ორგანიზებულმა მორიგმა კონცერტმა თავი მოუყარა ათასობით ჯაზის მოყვარულს, სომხური და მოფლიო საუკეთესო ჯაზ კომპოზიციების მოსასმენად.

კონცერტს ერევნის მერი, ტარონ მარგარიანი ესწრებოდა.

ჯაზის მოყვარულებისთვის წლევანდელი სიურპრიზი, ამერიკელი სტუმრის, ცნობილი საქსოფონისტის ჩიკო ფრიმენის გამოსვლა იყო.

Leave a Reply