Latest posts by Aliq Media (see all)
17 ივლისს ახალქალაქში 13 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება შედგა. ფილმები ერთი თემით – „ჯავხეთის პორტრეტები“ – იყვნენ გაერთიანებული. მასალები მომზადებული იყო ტრენინგ “Multimedia Skills For the Ethnic Communities” -ის ნინოწმინდელი და ახალქალაქელი მონაწილეების მიერ.
ფილმები პროფესიონალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელმაც 13 ჯგუფური ნამუშევარი შეარჩია, მათგან 7 ახალქალაქიდან ხოლო 6 ნინოწმინდადან. გამარჯვებული კი 5 მათგანი გახდა.
პირველი ადგილი კარენ შაჰბეკიანმა თავისი ისტორიით „დიდი ოჯახი“ დაიკავა. მეორე ადგილი ახალქალაქელებმა მარგარიტა ქასანშიანმა, ბელლა ზოფუნიანმა და არტურ მოსოინმა, ფილმით „მოკრივე“ დაიკავეს. მესამე ადგილს კი ნინოწმინდელები ანიტა და ლოლიტა პეტროსიანები დაეუფლნენ, ფილმით „ოფელია და არტაში. მოხუცი წყვილის ისტორია“. სპეციალურ პრიზები მოიპოვეს ვერონიკა თუმასიანმა და გაიანე დარბინიანმა ფილმით „მარტოხელა“ და ახალქალაქელებმა გოჰარ დარბინიანმა და სედრაკ სარგსიანმა , ფილმით „მეგობრები“.