ევროპის სომეხთა კონგრესის განცხადება

ევროპის სომეხთა კონგრესმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მოუწოდებს სომხეთის და საქართველოს ხელისუფლებას, ასევე სომხური და ქართული ეკლესიების ლიდერებს, ჯავახეთში საკონსულო გახსნას და სომხურ ეკლესიის ეპარქიის სტატუსი შენარჩუნდეს.

განცხადებაში ნათქვამია:

“-სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს,

-სრულიად სომხეთის კათოლიკოს გარეგინ II-ს,

-სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია II-ს,

-სომეხ და ქართველ ხალხს,

ჯავახეთის სომხების ეროვნული, კულტურული, რელიგიური და სოციალური უფლებების განხორციელების გზაზე არსებული მოულოდნელი და მიუღებელი მოვლენები, რის შედეგადაც აღმოჩენილი დაძაბულებები არ შეესაბამება ორ მეგობრულ ხალხის ურთიერთობას. სამწუხაროდ, ეს მოვლენები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.

ევროპის სომეხთა კონგრესი, სომეხი და ქართველი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობის საფუძველზე მიმართავს ორივე ქვეყნის ხელისუფლებას, სულიერ ლიდერებს და საზოგადო მოღვაწეებს, ორი მეზობელი სახელმწიფოს პრობლემის, ხალხის კეთილდღეობის, სოლიდარობისა და განვითარების, მათი ერთობლივი, გონივრული პოლიტიკური მიდგომებით და ხაზგასმით ყველა ეროვნულ, კულტურულ, რელიგიურ და ყოველდღიურ საკითხებს, ერთობლივ დისკუსიასა და მეგობრულ ატმოსფეროში, რომ განახორციელონ გონივრული და სამართლიანი გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი, ზოგჯერ პროვოკაციული და უგონო მოვლენების აღსაკვეთად, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ჯავახეთის სომხებს, არამედ ქართველ და სომეხ ერებს, მათ საერთო ინტერესებს.

ევროპის სომეხთა ასამბლეა, ორი მეგობრული და ძმური ერის კეთილდღეობისა და ბედნიერების საფუძველზე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განავითაროს გარემო ჯავახეთის სომხებისთვის და უზრუნველყოს დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული და ადამიანის უფლებები, და ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისგან ველოდებით ხელი შეუწყოს სომხური ეკლესიის შვილების ძმური სიყვარულის სულისკვეთების გაღვივებას და არ დაუშვას ქართული საზოგადოების გულში ბუდე დადოს ქსენოფობიამ და ერთა შორის სიძულვილმა.

სრულიად სომხეთის კათოლიკოს პატრიარქისგან კი ველოდებით შეინარჩუნოს ჯავახეთში სომხური ეკლესიის ეპარქიის სტატუსი, იმისათვის, რომ ხაზგასმით აღინიშნოს საზოგადოების მნიშვნელობა და უზრუნველყოს თავისუფალი, უკომპრომისო და ყოვლისმომცველი განვითარება, რომელიც თავისუფალი იქნება ნებისმიერი ეთნიკური დაპირისპირებისგან”.

 

Leave a Reply